ფეხბურთი

10:47 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრეინე “ჩელსის” შორდება

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გუნდისა და 22 წლის ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის კევინ დე ბრეინეს ურთიერთთანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა რაიან ბერტრანდის თაობაზეც გააკეთა კომენტარი.

“დე ბრეინეს სავარაუდოდ დავემშვიდობებით. ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ყველაფერი იქეთ მიდის. რაც შეეხება ბერტრანდს, მას სეზონის ბოლომდე “ასტონ ვილაში” გავანათხოვრებთ, რადგან სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. “ჩელსიში” კი ეს შეუძლებელია, რადგან ამ ეტაპზე ეშლი კოულსა და სეზარ ასპილიკუეტასთან კონკურენცია უჭირს” – განაცხადა მოურინიუმ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120462