მარიუპოლის “ილიჩივეცის” გარემარბმა დავით თარგამაძემ, რომელმაც “ცრვენა ზვეზდასტან” მოგებულ (2:0) სპარინგში გოლი გაიტანა და მეორე საგოლე კომბინაციაშიც მონაწილეობდა, თავისი კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- კმაყოფილი დარჩი განვლილი სპარინგით?
- რა თქმა უნდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლი გავიტანე, არამედ, მთელმა გუნდმა კარგი განწყობით ითამაშა.
- მეტოქისგან უფრო მეტს ელოდი?
- ჩემი აზრით, სერბებმა ისედაც კარგად ითამაშეს, მაგრამ ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით. კომპაქტურად ვმოქმედებდით, მეტოქეს ბურთს კარგად ვართმევდით, დაცვიდან სწრაფად ამოვდიოდით.
- სერბებთან მატჩში ინდივიდუალური გარღვევები გამოგდიოდა...
- თავისუფალი ზონები იყო და ჩვენც მათ ვიყენებდით.
- თანაგუნდელებიდან ვის გამოარჩევდი?
- ყველამ კარგად ითამაშა. თუ ჩემპიონატშიც ასე ვიმოქმედებთ, ვფიქრობ, სეზონს კარგად ჩავატარებთ.
- შეკრებებზე რაღაც არ გიმართლებს...
- ზამთარში ცხვირი გამიტეხეს. “ისტრასთან” ამხანაგურ თამაშში საფეთქელში ჩამარტყეს. სხვათა შორის, მაშინ 55-ე წუთზე შემცვალეს, ხოლო “ცრვენა ზვეზდასთან” გოლი სწორედ ამ წუთზე გავიტანე. ასე რომ, შეიძლება ჩაითვალოს, უიღბლობა წარსულს ჩაბარდა.