ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველი შემტევი დავით სირაძე იმედოვნებს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგაში დარჩენას მოახერხებს. კლუბის საიტზე სირაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა – მან ნალჩიკელი გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა:
- როგორ ფიქრობთ, ნალჩიკის “სპარტაკი” პრემიერლიგაში დარჩება?
- საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. შანსი კიდევ გვაქვს.
- ეგზოტიკური ქვეყნიდან რომ მოგივიდეთ წინადადება, წახვალთ? მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან...
- არა.
- გერმანულ “პადერბორნში” თამაშობდით. პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში წასვლის სურვილი გაქვთ?
- სურვილი მაქვს. ასეთი წინადადება თუ მექნება, განვიხილავ. მითუმეტეს, გერმანიაში ბევრი მეგობარი მყავს: არა მხოლოდ ფეხბურთელები და მწვრთნელები...
- ნალჩიკი მოგწონთ? რამდენ ხანს აპირებთ გუნდში დარჩენას?
- ნალჩიკში ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში. მითუმეტეს, აქედან თბილისი ახლოსაა. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და მის ამოწურვამდე დავრჩები.
- რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს და რა ნომრით?
- 8 ნომერი მომწონს. “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშს ვისურვებდი.
- როდის დაიწყებთ გოლების გატანას?
- როცა მუდმივად ვითამაშებ.
ილია ნანობაშვილი