გრძელდება თავისუფალ ჭიდაობაში ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს. გუშინდელის მსგავსად, დღევანდელი დღე ქართველი ფალავნებისთვის ასევე წარმატებით დაიწყო. 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ხუციშვილმა ავსტრიელ ილ ტრეპაჟს მოუგო და მომდევნო წრეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ანიუარ გუდიევი იქნება. რაც შეეხება 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ გენო პეტრიაშვილს, მან მაკედონიელი მოპარდ დანოვი საკმაოდ იოლად დაამარცხა და მეორე წრეში ის ასევე რუს მაგომედ ჰაჯი მურასუმოვს შეხვდება.
აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დავით პოღოსიანმა:
“ისევე როგორც გუშინდელით, დღევანდელი წარმატებებითაც კმაყოფილი ვარ. ორივემ კარგად დაიწყო და პირველი წრე დამაკმაყოფლებლად ჩაატარა. მომდევნო წრეში მათ ძალიან სერიოზული მეტოქეები ეყოლებათ. მეორე წრის დაძლევის შემთხვევაში, კარგი შანსი გვექნება, რათა ორივე წონაში ერთ-ერთი სინჯის მედალი მოვიპოვოთ.