კალათბურთი

21:21 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუშკუდიანმა მწვრთნელობა დაიწყო

ვეტერანმა კალათბურთელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა დავით მუშკუდიანმა (1980 წ.) მწვრთნელობა დაიწყო და “სოხუმის” 16-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად მუშკუდიანმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მუშკუდიანს საქართველოში სდასუ-ს, “ვითას”, “დინამოს”, სტუ- “ჯეოსელისა” და თსუ-ს რიგებში უთამაშია. საქართველოს გარდა ის ბულგარეთისა და აზერბაიჯანის საკლუბო გუნდებშიც გამოდიოდა. არის ბულგარეთისა და აზერბაიჯანის ჩემპიონი, აგრეთვე საქართველოს ვიცეჩემპიონი.

0.158766