ფეხბურთი

20:07 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით მთივლიშვილი: "მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ"

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველმა დავით მთივლიშვილმა, უეფა-ს ოფიციალურ საიტთან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდმა სერბეთის ნაკრებთან სუსტად ითამაშა და ბალკანელების გამარჯვებას დამსახურებული უწოდა.

"შეტევაში არაპროდუქტიულები ვიყავით. სერბები ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, ასე რომ, გაგვიჭირდა. ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ წინ კიდევ ერთი მატჩია და თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ".

მთივლიშვილმა ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე ზოგადად ისაუბრა:

"ეს საოცარი და სასარგებლო ტურნირია, ამასთან, მნისვნელოვანია არა მხოლოდ გუნდისთვის და ფედერაციისთვის, არამედ, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ფეხბურთით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, უკეთ გამოსვლა გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით".

მთივლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება ქუთაისის "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობისკენ გაუხსნის გზას:

"გამოცდილება შევიძინე. მოუთმენლად ველი საქართველოში დაბრუნებას, სადაც ყველანაირად ვეცდები, რომ კარგ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე".

შეხსენებისთვის, საქართველო_თურქეთი, ისევე, როგორც ჯგუფის პარალელური მატჩი სერბეთი_საფრანგეთი, 26 ივლისს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

 

0.113041