დანიის “ორჰუსის” ნახევარმცველ დავით დევდარიანს თამაში ისევ არ უწევს. მიზეზი წელის ტრავმაა. დევდარიანმა ჯერ არ იცის, როდის შეძლებს თამაშის დაწყებას.
“ვარჯიში ნელ-ნელა დავიწყე, მაგრამ ჯერ სრულყოფილ ფორმამდე მიკლია” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” დევდარიანმა.
დავითი 2008 წლიდან თამაშობს “ორჰუსში”, გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახლავთ და კლუბშიც აფასებენ. თუმცა, ხშირად აქვს ტრავმა და თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა. როცა ფორმაში იყო, დევდარიანს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ.
ვაჟა ზაზაშვილი