ფეხბურთი

19:36 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია “ტოტენჰემს” მოელაპარაკა, მაგრამ...

ლონდონის “ტოტენჰემს” “ბარსელონას” თავდამსხმელ დავიდ ვილიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დაუზუსტებია, თუმცა სრულფასოვანი ტრანსფერის გაფორმებამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და მთავარი ამ ისტორიაშიც მოთამაშის სატრანსფერო ფასი და ხელფასია – წერს The Guardian-ი.

31 წლის ვილიას “ბარსასთან” კონტრაქტი 12 თვის შემდეგ უმთავრდება და კატალონიური კლუბი მას 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. თანაც “ბარსაში” ვილიას ყოველკვირეული ხელფასი დაახლოებით 140 ათასი გირვანქაა, ამდენს, ალბათ, ლონდონელები ვერ გადაიხდიან. “დეზების” მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს დიდი ხანია, ესპანელის თავის გუნდში ხილვა უნდოდა. ლონდონელთა ახალი ტექნიკური დირექტორი ფრანკო ბალდინი “ბარსას” წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, კონფედერაციათა თასის დამთავრების შემდეგ დაელაპარაკება. “კამპ ნოუზე” ნეიმარის მისვლის შემდეგ, დავიდ ვილიას სასტარტოში მოხვედრა, ალბათ, ძალიან გაჭირდება.


0.113915