გუშინ ,,ვისენტე კალდერონზე’’ მორიგი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის “ატლეტიკომ”. მასპინძლებმა სევილიის “ბეტისის” კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანეს. მატჩში გამორჩეული იყო ექსბარსელონელი დავიდ ვილია, რომელმაც “კანალ პლუსისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა:
“ბედნიერი ვარ მოპოვებული გამარჯვებით, 2 გოლის გატანა მოვახერხე და დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია’’. თანაგუნდელებიდან მინდა გამოვყო ოლივერ ტორესის თამაში. მან დღეს დიდებულად ითამაშა, სწორედ მისი გოლით დავწინაურდით, ეს გოლი მისთვის სადებიუტოა პრიმერა დივიზიონში. მერწმუნეთ ტორესი მრავალი წლის განმავლობაში გულშემატკივრებს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს. მას ფანტასტიკური მომავალი ელოდება, თუმცა ჩვენ არ უნდა ავჩქარდეთ, მოთმინების უნარით აღვიჭურვოთ და დროდადრო მისი წარმატებული ასპარეზობა კლუბის შედეგში ასახვას ჰპოვებს’’_ განაცხადა დავიდ ვილიამ.
შეგახსენებთ ოლივერ ტორესი 18 წლის გახლავთ და პრიმერა დივიზიონში გასული სეზონიდან გამოდის.
,,ბეტისთან’’ შეხვედრაში დავიდ ვილიასა და ოლივერ ტორესის გარდა თავი გაბიმ და დიეგო კოსტამ გამოიჩინეს.
სატურნირო ცხრილში ,,ატლეტიკო’’ 27 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ,,ბარსელონას’’.
დიმიტრი შარიქაძე