ინტერვიუები

14:29 | 23.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ტრეზეგე: “თამაშის არგენტინაში გაგრძელება მსურს”

საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები (1997-1998 წლებში დაბადებულები), ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისათვის მზადებას იწყებს, რომელიც 2015 წელს, თბილისში გაიმართება. საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ აქტიურად დაიწყო ტურნირების მოძიება და რამდენიმე შემოთავაზებაც მიიღო. გადაწყდა, აპრილში ნაკრები მონაწილეობას დიდ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს, რომელიც ანკარაში გაიმართება.
 - ტურინის “იუვენტუსს” კლუბის ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტში უერთგულეთ, როცა “კალჩპოლის” სკანდალის აგორების შემდეგ, გუნდი სერია B-ში დააქვეითეს. იმხანად, ბევრი ავტორიტეტული კლუბი თავისთან გეპატიჟებოდათ, თქვენ კი მაინც “იუვეში” დარჩენა ამჯობინეთ...
- ტურინელებთან ერთად ოთხი სკუდეტო მოვიგე. უსამართლო გადაწყვეტილებით, ორი საჩემპიონო ტიტული “იუვენტუსს” ჩამოართვეს. ამის მიუხედავად, ნებისმიერი ჩვენგანი 2005 და 2006 წლების მაისში მოპოვებულ მედლებს სავსებით დამსახურებულად მიიჩნევს. ფეხბურთელებმა ტიტული თამაშით დავიმსახურეთ და დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როცა ამ სკუდეტოებს “იუვეს” დაუბრუნებენ. დაბალ ლიგაში დაქვეითება კი, მართლაც მძიმე გადასატანი იყო. კარგად მახსოვს, ბარიში, 2005-06 წლის ჩემპიონატის ბოლო მატჩის შემდეგ, ბიჭები ერთმანეთს ვეუბნებოდით, შვებულებისას კარგად დავისვენოთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვითამაშოთ. ორი თვის თავზე კი, თავზარდამცემი გადაწყვეტილების თაობაზე შევიტყვეთ. გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა, ფაბიო კანავარო და ემერსონი წავიდნენ. ურთულესი არჩევანის წინაშე დავდექი, მაგრამ საბოლოოდ, დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე იმ იმედით, რომ “იუვესთან” ერთად კიდევ მივაღწევდი დიდ გამარჯვებებს. საბედნიეროდ, ჩვენმა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. მას ხელი მაურო კამორანეზიმ, ალესანდრო დელ პიერომ, პაველ ნედვედმა, ჯანლუიჯი ბუფონმა დიდად შეუწყვეს, კარგად ათამაშდნენ ჯოვინკო, მარკიზიო, კიელინი, ურიგოდ არც მე გამოვიყურებოდი. გუნდში მხოლოდ თანამოაზრეები დარჩნენ, რის შემდეგაც “იუვენტუსი” ერთ მუშტად შეკრულ ოჯახს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, წინასასეზონოდ ქულები რომ დაგვაკლეს, უძლიერესთა რიგებში თამაშის უფლება ტურნირის დასრულებამდე ადრე გავინაღდეთ.
- სერია A-ში დაბრუნების შემდეგ რა მიზანს ისახავდით?
- მოულოდნელად დამრიგებლის პოსტი დეშამმა დატოვა, მის ნაცვლად კლაუდიო რანიერი მოიწვიეს და მანაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე იმ იმედით, რომ “ბებერი სინიორა” ძველებურად საჩემპიონო გუნდი გახდებოდა. თავიდანვე მეორე ადგილზე გავედით, რამაც ოპტიმისტურად განგვაწყო, მაგრამ შემდეგ მივხვდით, “ძველი” “იუვენტუსის” დასაბრუნებლად კიდევ საკმაო დრო იყო საჭირო. კონტეს, ფერარას, პესოტოს, მონტეროს, იულიანოს გვერდიგვერდ მითამაშია. ისინი გუნდში გამარჯვების მენტალიტეტს აყალიბებდნენ, ეს კი თანდათან გაქრა.
- საბოლოოდ, “იუვენტუსთან” განშორება მოგიწიათ...
- ამ ნაბიჯის გადადგმა რამდენჯერმე გადავწყვიტე, მაგრამ მაინც გუნდში ვრჩებოდი. “იუვე” ძალიან მიყვარს და მასთან განშორება მიმძიმდა. კლუბმა ერთგულება არ დამიფასა. განა ადვილია სერია B-ში ითამაშო, როცა წამყვანი ლიგების მოწინავე კლუბები გეპატიჟებიან! უფრო მაღალ ხელფასზე უარი ვთქვი, რადგანაც მეგონა, ტურინში კვლავ ტიტულებს მოვიგებდი. როდესაც 2006 წლის ზაფხულში კლუბში გამოვცხადდი, დოკუმენტები კარგად არც კი წამიკითხავს, “იუვენტუსთან” ახალ ხელშეკრულებას ისე მოვაწერე ხელი. სამწუხაროდ, 2006 წლიდან მოყოლებული, არაფერი მოგვიგია.
- ტურინიდან წასვლისას გულშემატკივრებს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობეთ - “იუვენტუსი” ცხოვრების ბოლომდე მეყვარება...
- ამ სიტყვებს ახლაც სიამოვნებით წარმოვთქვამ. სწორედ “იუვენტუსმა” ჩამომაყალიბა სრულფასოვან ფეხბურთელად და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდი. როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდებოდა, ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. ბიჭები დათრგუნულები ვიყავით და რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებისკენ გახედვაც არ გვინდოდა. ტურინში ახალგაზრდა ჩავედი და საკლუბო ატმოსფერომ მომხიბლა. “იუვენტუსი” მხოლოდ გამარჯვებისთვისაა შექმნილი, მის შავ-თეთრ მაისურს კი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – მას მხოლოდ ღირსეული ფეხბურთელები და ადამიანები უნდა იცვამდნენ.
- კარიერის გაგრძელება “ერკულესში” რატომ გადაწყვიტეთ?
- “იუვენტუსი” ჩემ დატოვებას აღარ აპირებდა. კლუბის ხელმძღვანელებმა არაორაზროვნად მიმანიშნეს, ახალი გუნდი უნდა ავაშენოთ და აქცენტს ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებზე გავაკეთებთო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხასიათზე დავდგებოდი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ. 10 წელი “იუვენტუსს” ერთგულად ვემსახურე, ძნელბედობისას არ მივატოვე... სხვა რა დამრჩენოდა, ჩემოდნები ჩავალაგე და შესაფერის წინადადებას დაველოდე. ჩემი ცოლი ალიკანტედანაა და როდესაც “ერკულესმა” კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა, მის წინადადებას დავყაბულდი. კლუბის მადლობელი ვარ. ბოლოს და ბოლოს, კვლავ ვიგრძენი, დავიდ ტრეზეგე გუნდს რომ სჭირდება. იანვარში სხვა კლუბში გადასვლა შემეძლო, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დაწყებულ საქმეს შუა გზაზე მიატოვებს. მომავალ სეზონს რაც შეეხება, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ისე კი, დიდი სურვილი მაქვს, არგენტინაში ვითამაშო.
- ტურინელი ქომაგები მატჩების მსვლელობისას თქვენთვის მიძღვნილ სიმღერებს ასრულებენ, როდესაც რომელიმე მოთამაშე ხელსაყრელ სიტუაციას ვერ გამოიყენებს, ტრიბუნებზე გაისმის, ტრეზეგე რომ ყოფილიყო, ამ საგოლე მომენტს ხელიდან არ გაუშვებდაო...
- ამისთვის “იუვეს” ტიფოზების მადლიერი ვარ. ვიმედოვნებ, მათთან ურთიერთობის საშუალება კიდევ მომეცემა.
 
 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ




 

0.13474