როგორც ხევსური არ მოიშლის ჟიპიტაურის სმას, ალბათ ფრანგი კაციც ვერაფრით მოეშვება ქალებში განავარდების მძაფრსა და ულმობელ სურვილს. ყოველ შემთხვევაში, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ცოლის “პატრონია”, ქალების ამბებში ჯერ ისევ ძველებურად “ჩაუქობს”.
დავიდის ამჟამინდელი ცოლი ბეატრის ტრეზეგე, ფრანგი ფეხბურთელისთვის რიგით მესამე ცოლია და წინა ორის მსგავსად, ბეატრისიც მშვენიერი ფოტომოდელია. წინა ცოლებთან დაშორების მიზეზი, რასაკვირველია, დავიდის ქალთმოყვარეობა იყო, მაგრამ ეს ბეატრისი ჯერჯერობით ყველაზე “მაგრად დგას”.
ამასწინათ, ერთ-ერთმა ამერიკულმა ბულვარულმა გამოცემამ ამერიკაში ცნობილი მოცეკვავის, ვინმე ემანუელას მცირე ინტერვიუ გამოაქევყნა, სადაც ემანუელა დავიდ ტრეზეგესთან გატარებულ ცეცხლოვან ღამეს იხსენებდა. მაგრამ ამ ამბის შემდეგაც, ბეატრისი ძველებურად ტრეზეგეს მეუღლეა და თითქოს არც არაფერი მომხდარაო... ნამეტანი მომთმენი ყოფილა ეს ბეატრისი, მაგრამ სადამდე?!..