პსჟ-ს მცველმა დავიდ ლუისმა, ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში (1:0) მუხლის ტრავმა მიიღო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენხნიანი შესვენება მოუწევს ბრაზილიელ ფეხბურთელს.
სამხრეთ ამერიკული დაპირისპირების დროს, ლუისი 79-ე წუთზე მარკინიოსმა შეცვალა.
გიორგი ბალახაძე