ფეხბურთი

13:33 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისმა ცხვირი გაიტეხა

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა დავიდ ლუისმა, მექსიკის ნაკრებთან მატჩში (2:0), ცხვირი გაიტეხა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ლონდონის “ჩელსის” მცველი თანაგუნდელ ტიაგო სილვას შეეჯახა და ცხვირიდან მაშინვე სისხლი წამოუვიდა, თუმცა მოედანზე მაინც 90 წუთი გაატარა.

“დიახ, ცხვირი ნამდვილად გატეხილი მაქვს. რას ვიზამთ, ესეც თამაშის ნაწილი იყო. ახლა ტურნირის დასრულებას ველოდები, შემდეგ კი, ოპერაციას გავიკეთებ. მექსიკასთან მატჩში საოცარი გულშემატკივრობა იყო. ამან ძალიან ამაღელვა. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო განცდა მქონდა. შესანიშნავია სავსე სტადიონის ხილვა. პირადად მე, გპირდებით, რომ ამ ხალხის გასახარებლად ბოლომდე ვიბრძოლებ”, - უთხრა ლუისმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციის თასის ფინალი 30 ივნისს ჩატარდება.

0.114554