დავიდ ფერერმა მიმდინარე “როლან გაროსზე” საწყის 2 წრეში თანამემამულეებს სძლია და მესამე ეტაპზე გააღწია. ფელისიანო ლოპესთან 6:3, 6:4, 7:5 მოგება დავიდისთვის მეასე სადიდსლემო წარმატება გამოდგა. 31 წლის ვალენსიელმა ფერერმა 29 მატჩი “როლან გაროსზე” მოიგო, 28-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა, 23 გამარჯვება აშშ-ის ღია პირველობაზე აქვს მოგებული, 20 შეხვედრა კი უიმბლდონზე დაასრულა თავისთვის წარმატებულად.
მოქმედ ჩოგბურთელთაგან დავიდ ფერერი მეხუთეა, რომელმაც დიდი სლემის შეჯიბრებებზე ამ ზღვარს მიაღწია. 100 სადიდსლემო მოგებათა მიჯნას ადრე შვეიცარიელმა როჯერმა ფედერერმა, ესპანელმა რაფა ნადალმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ გადააჭარბეს.