სტიუარტ დაუნინგი, რომელიც აქამდე “ლივერპულში” თამაშობდა, კარიერას ლონდონის “ვესტ ჰემში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ამის შესახებ, “ვესტ ჰემის” ვებგვერდი იუწყება.
12 აგვისტოს, 29 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და “ვესტ ჰემთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური მონაცემებით, “ლივერპულმა” დაუნინგის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
დაუნინგი “ლივერპულმა” 2011 წელს ბირმინგემის “ასტონ ვილადან” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. “მერსისაიდელების” რიგებში მან ინგლისის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე 77 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანის გარდა, 8 საგოლე პასი მიითვალა.