ფეხბურთი

19:20 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაუნინგი დაშავდა

ლონდონის “ვესტ ჰემის” ნახევარმცველი სტიუარტ დაუნინგი გუნდს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში “ლივერპულთან” წაგებულ (1:4) მატჩში დაშავდა და დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. თუმცა, ლონდონურ კლუბში ეიმედებათ, რომ ის უფრო ადრე დაბრუნდება.

“არ მგონია, რომ ის ასეთი ხნით დავკარგეთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ტრავმირებული მოთამაშეების მწყობრში დაბრუნების კონკრეტული ვადები არ დავასახელოთ. ახლა რთული სათქმელია გამოჯანმრთელების პროცესი როგორ წარიმართება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ინფექციის შეჭრით ვითარება არ გართულებულიყო. იმედი მაქვს, რომ დაუნინგი მოედანს ათ კვირაზე ადრე დაუბრუნდება” – განაცხადა “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.121067