74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გერმანელ პასკალ ეიზელს ორ პერიოდში 2:0 7:2 აჯობა და ფინალში რუს რომან ვლასოვსა და ბელარუს ალექსანდრ ძემიანოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.