ჭიდაობა

13:35 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაშვილი ნახევარფინალშია, გეგეშიძე ბრინჯაოს შანსს ელის

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ძირითად ბადეში ბრძოლას მხოლოდ ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) აგრძელებს. მეოთხედფინალში მან ინდოელ გურპრეტ სინგხს 7:5 მოუგო. ვლადიმერ გეგეშიძემ (85 კგ) კი, ამავე ეტაპზე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ირანელ სამან ტაჰმასებისთან 0:4 წააგო.

დათუნაშვილმა მეოთხედფინალამდე პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩი (8:0), ბელარუსი ვალერი პალენსკი (4:2) და ბულგარელი იავორ დიმიტროვ იანაკიევი (2:2) დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველი მოჭიდავის მეტოქე, ევროპის ჩემპიონი (2009) და მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის პრიზიორი, სომეხი არსენ ჯულფალაკიანი იქნება.

ვლადიმერ გეგეშიძემ ტაჰმასებისთან დაჭიდებამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: ბულგარელი ხრისტო დიანოვ მარინოვი (4:3) და ტაჯიკი ისფანდიორ ლატიპოვი (10:1). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი იმ შემთხვევაში მიეცემა, თუკი, აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ფინალში გავა.

 

ვასილ მშვილდაძე

0.119625