საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფინალში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოჭიდავე რომან ვლასოვთან წააგო (0:1 0:2).
ფინალის გზაზე დათუნაშვილმა უნგრელი ბალინტ კორპასი, ხორვატი ბოზო სტარჩევიჩი და გერმანელი პასკალ ეიზელი ჩამოიცილა.