ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში წლევანდელი საკალათბურთო მუნდიალზე დასწრების რეკორდი დამყარდა. “ფურია როხასა” და სენეგალის მერვედფინალს 13400 მაყურებელი დაესწრო, ხუან ორენგოს შეგირდებმა კი აფრიკელებს შანსი არ დაუტოვეს, ოთხივე პერიოდი მოუგეს და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდებიან.
ფრანგები და ესპანელები მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონტზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჯგუფური ეტაპის მატჩი პირენელებმა 88:64 მოიგეს.
დღეს კიდევ 4 მერვედფინალური პაექრობა ჩატარდება, ესპანელებისა და ფრანგების გარდა კი კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი ამერიკამ და სლოვანიამ შეადგინეს.
მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში
მერვედფინალი
მადრიდი. “პალასიო დე დეპორტესი”
ესპანეთი – სენეგალი 89:56 (23:17, 18:11, 21:15, 27:13)
ესპანეთი: პაუ გასოლი (17ქ, 5მ, 3დ), იბაკა (11ქ, 6მ, 3დ), კალდერონი (11ქ), რეიესი (11ქ), მარკ გასოლი (9ქ, 6მ, 4დ, 4პ), რუბიო (7ქ, 6პ, 5ჩ), ლული (7ქ), ფერნანდესი (5ქ, 4პ, 3ჩ), როდრიგესი (5ქ), ნავარო (4ქ), აბრინესი (2), კლავერი.