ერთი ჩვენებური ცოტა ბოღმანარევი გამონათქვამისა არ იყოს – რა ენაღვლებათ რა... რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და დაშა ჟუკოვა შვილებთან აარონ ალექსანდრესთან და ლეისთან პორტოფინოში ისვენებდნენ, ახლა კი სან-ტროპეში გადაინაცვლეს. წყვილი საფრანგეთის სანაპიროს სილამაზით მეგობრებთან ერთად ტკბება.
სხვათა შორის, მათთან ერთად სან-ტროპეში იმყოფებიან დერეკ ბლასბერგი, მომღერალი გვენ სტეფანი მეუღლესთან გავინ როსდეილთან და სამ შვილთან ერთად. ჰოლივუდური ოჯახი სან-ტროპემდე სარდინიის კუნძულებზე ისვენებდა.
შეგახსენებთ, გვენს სტეფანი რუს ოლიგრქს 2009 წლიდან იცნობს. მან რომანისა და დაშას პირველი ბიჭის დაბადების პატივსაცემად კონცერტი გამართა.