ფეხბურთი

20:47 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დასკვნითი მატჩების წინ...

ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი 17 ოქტომბერს გამოქვეყნდება და მასში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩების შედეგებიც იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ I ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ირიცხება, ჩასატარებელი სამი შეხვედრაღაა. 11 და 15 ოქტომბერს ესპანეთი, შესაბამისად ბელარუსს და საქართველოს დაუხვდება და თხუთმეტშივე საფრანგეთი ფინეთს მიიღებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ფიფა/კოკა-კოლა რეიტინგში ეროვნულ ნაკრებთა საუკეთესო ოცეულის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი – 1514

2. არგენტინა – 1263

3. გერმანია – 1261

4. იტალია – 1199

5. კოლუმბია – 1180

6. ბელგია – 1159

7. ურუგვაი – 1126

8. ბრაზილია – 1067

9. ჰოლანდია – 1058

10. ხორვატია – 1051

11. პორტუგალია – 1029

12. საბერძნეთი – 1016

13. აშშ – 996

14. შვეიცარია – 992

15. რუსეთი – 968

16. ჩილე – 967

17. ინგლისი – 947

18. ბოსნია – 934

19. კოტდივუარი – 902

20. ეკვადორი – 851

...25. საფრანგეთი – 812

...56. ფინეთი – 591

...80. ბელარუსი – 458

...97. საქართველო – 364

 

ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.

0.120953