ფეხბურთი

17:55 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დარციმელიამ “სევასტოპოლთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი დავით დარციმელია კარიერას უკრაინის პრემიერლიგის კლუბ “სევასტოპოლში” გააგრძელებს. ამის შესახებ “სევასტოპოლის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მიმდინარე ზამთარში დარციმელია “სევასტოპოლში” ისინჯებოდა და საბოლოოდ, კონტრაქტიც გააფორმა. ახალ გუნდში დარციმელია 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 19 წლის ფეხბურთელი უკრაინაში გადასვლამდე თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ “სევასტოპოლში” კიდევ ერთი ქართველი, მცველი მათე ღვინიანიძე ირიცხება.

 

0.116077