ფეხბურთი

17:37 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დარჩიძის დუბლი, ხინთიბიძის საგოლე

პირველი ლიგის ბ ჯგუფის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისში “ავაზას” სტადიონზე “ალგეთმა” ოზურგეთის “მერცხალს” უმასპინძლა. პირველ ტაიმში 21 წლის ნოდარ მაჭავარიანმა გახსნა ანგარიში, სტუმრები დაწინაურდნენ. “ალგეთმა” ირაკლი სვანიძის გოლით მეორე ტაიმში გაათანაბრა.

თამაშის დამათავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნიკოლოზ ხინთიბიძემ ჭკვიანური პასით ცარიელ კართან დატოვა გიორგი კაშია, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა. “მერცხალმა” თბილისიდან სამი ქულა წაიღო.

22 წლის ხინთიბიძე ოზურგეთელთა გამორჩეული მოთამაშეა. “ალგეთთან” შესრულებული საგოლე პასის გარდა “საპოვნელასთან” და ხობის “კოლხეთთან” უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. შედეგიანობით გამოირჩევა ხინთიბიძის თანაგუნდელი 21 წლის ნოდარ მაჭავარიანი.

“ალგეთს” ორი ლეგიონერი ჰყავს: 23 წლის ნიგერიელი ემანუელ ანიგბო და 27 წლის კამერუნელი მალოირე ტელა.

ტელა ქართულ ფეხბურთში “მარკ-სტარის” მაისურით გამოჩნდა, ხოლო ანიგბო “ალგეთის” რიგებში მეორე სეზონს ატარებს.

“სქურისა” და “მეშახტეს” თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. წალენჯიხელები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. უმაღლესი ლიგაში ზუგდიდის “ბაიას” შემადგენლობაში ნათამაშებმა დავით რაფავამ გახსნა ანგარიში.

გამათანაბრებელი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავი ამჯერადაც “სქურის” მოთამაშემ გამოიჩინა. 34 წლის ჯაბა ქურუამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

გაშვებულმა გოლმა “სქურს” ორი ქულა დააკარგვინა, ხოლო “მეშახტე” ერთი ქულით დაბრუნდა ტყიბულში.

“მეშახტეს” შემადგენლობაში თამაშობს თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი  ლევან შავგულიძე. მისი თანაგუნდელია ქუთაისის “ტორპედოსა” და ბათუმის “დინამოს” ყოფილი შემტევი ირაკლი ცნობილაძე. უმაღლეს ლიგაში თამაშობდა კიდევ ერთი ტყიბულელი პაატა ბაკარანძე.

მუხრანში დამარცხდა “გაგრა.” თენგიზ სიჭინავას გუნდის მეტოქე “საპოვნელა” იყო. 22 წლის შალვა ცქიფურიშვილმა, რომელსაც “სამტრედიას” მაისურით უმაღლეს ლიგაში უთამაშია, მე-80 წუთზე სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

“საპოვნელაში” რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი ირიცხება. უკრაინის მოქალაქე 23 წლის სანდრო შუღლაძე უკრაინულ “სევასტოპოლსა” და მოლდოვურ “ისკრა-სტალში” თამაშობდა.

“საპოვნელას” ფორვარდია რატი წინამძღვრიშვილი, რომელმაც სეზონი “სასკოში” დაიწყო, თუმცა შემდეგ თერჯოლელთა გუნდში გადავიდა.

“გაგრას” შემადგენლობაში ითამაშა 21 წლის ჯონი ჯერემიამ. ნიგერიელმა ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი “ზესტაფონთან” ერთად გაიარა, თუმცა იქ მომხდარი ცვლილებების შემდეგ “გაგრაში” დაბრუნება გადაწყვიტა.

ზედიზედ მეორე თამაში დათმო ვლადიმერ ხაჩიძის “ბორჯომმა”.ვიტალი დარჩიძის დუბლით “ბეთლემმა” სამი ქულა მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ ვეტერანმა დარჩიძემ გოლები პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

წინამძღვრიშვილის მსგავსად “სასკო” დატოვა ედიკ საჯაიამ. გამოცდილი მცველი “ბორჯომში” აგრძელებს კარიერას.

ექვს მატჩში ხუთი გოლი მოუგროვდა ვაჟა მათიაშვილს. 20 წლის შემტევი ვიტალი დარჩიძესთან ერთად ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

“დინამო 2” საკუთარ მოედანზე ოთარ ფიფიას გოლით ხობის “კოლხეთთან” აგებდა. თბილისელებმა გოლი საწყის წუთებში გაუშვეს, ხოლო მეორე ტაიმის დამატებით წუთებში მათიაშვილმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა.

ალგეთი – მერცხალი 1:2 (0:1)

თბილისი, “ავაზას” სტადიონი, 150 მაყურებელი

ალგეთი: ძიძიგური, ყურულაშვილი, პატარქალიშვილი, ანიგბო, კობერიძე (ნაკანი 78), ვაჟა ნემსაძე, დვალი (ტელა 65), ლომიძე, სვანიძე, ტვილდიანი (თორნიკე ნემსაძე 53), ქარდავა

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტოროშელიძე

მერცხალი: კეკელიძე, ქობულაძე, აფხაზავა, მაჭავარიანი (კალაჯიშვილი 87), ბაქრაძე, მალაზონია, კოტრიკაძე, კაშია, ხარშილაძე, ბაჯელიძე, ხინთიბიძე (მექვაბიშვილი 90)

მთავარი მწვრთნელი: ხარიტონ ჩხატარაშვილი

გოლი: 0:1 მაჭავარიანი (29), 1:1 სვანიძე (52), 1:2 კაშია (82)

მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

გაფრთხილება: ხინთიბიძე (25), ანიგბო (44), ვაჟა ნემსაძე (64), პატარქალიშვილი (71), თორნიკე ნემსაძე (79)

სქური – მეშახტე 1:1 (1:0)

წალენჯიხა, “ალექსანდრე კვარაცხელიას სახელობის სტადიონი,” 300 მაყურებელი

სქური: ბანძავა, რაფავა, ქურუა, მიკენაია (კვირკვია 67), შელია (ლოლუა 81), მორგოშია, ლორია, ფიფია, წაბრია, გაბუნია, ბოჯგუა (სალია 62)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ციკოლია

მეშახტე: გორდეზიანი, გვენეტაძე, ბაქრაძე, ჩხარტიშვილი, გოგიჩაძე, შავგულიძე (ჩუბინიძე 90), გოდერიძე (კაპანაძე 28), ბაკარანძე, ჩხეტიანი, ცნობილაძე, შარვაძე (ქასრაშვილი 86)

მთავარი მწვრთნელი: დავით რუხაძე

გოლები: 1:0 რაფავა (6), ქურუა (ავტოგოლი , 62)

მთავარი მსაჯი: ზვიად ტუღუში

გაფრთხილება: ლორია (9), ქურუა (69), ბაქრაძე (71), წაბრია (73)

გაგრა – საპოვნელა 0:1 (0:0)

მუხრანი, “ცენტრალური სტადიონი,” 200 მაყურებელი

გაგრა: დობორჯგინიძე, ხარაბაძე, სიჭინავა, ბიწკინაშვილი (გურეშიძე 46), ჯგერენაია, გადრანი, ცაცქრიალაშვილი, ქარდავა, ზაქრაძე (ცოცხალაშვილი 79), გოგატიშვილი, ჯერემია (ჭანტურია 54)

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ სიჭინავა

საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ჩხიკვაძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, შუღლაძე, ფურთუხია, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, წინამძღვრიშვილი, ლაბაძე (სულაბერიძე 63)

მთავარი მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გოლი: 0:1 ცქიფურიშვილი (80)

მთავარი მსაჯი: ბორის გლუშჩუკი

გაფრთხილება: ბიწკინაშვილი (34), მურადაშვილი (39), ბერუაშვილი (73), ჯიმშელეიშვილი (76), ზაქრაძე (76)

ბეთლემი – ბორჯომი 2:0 (2:0)

ქედა, “ცენტრალური სტადიონი”, 200 მაყურებელი

ბეთლემი: ბექტაშევი, ხარებავა, სულხან კახიძე, კუნჭულია (მალახმაძე 47), ზოიძე (ბოლქვაძე 80), დარჩიძე, ქანთარია, ერქომაიშვილი, კახიანი (სამნიძე 87), ბექა კახიძე, ცენტერაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ კუნჭულია

ბორჯომი: გოგიაშვილი, საჯაია, ვეკუა, ხითარიშვილი, კოკოზაშვილი (როსტობაია 73), თედიაშვილი, გიორგაშვილი, სოფრომაძე, ჭანკოტაძე (ქობესაშვილი 79), ბერიძე (ფირცხალავა 53), ნვანკო

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლი: 1:0, 2:0 დარჩიძე (14, 26)

მთავარი მსაჯი: ჯუმბერ ბუიშვილი

გაფრთხილება: კოკოზაშვილი (13), ხითარიშვილი (26), ცენტერაძე (54), გოგიაშვილი (58), ვეკუა (90), ფარტენაძე (90)

დინამო 2 – კოლხეთი (ხობი) 1:1 (0:1)

თბილისი, “ვიტალი დარასელიას აკადემია,” 150 მაყურებელი

დინამო 2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე, ქაჯაია, მარაქველიძე, სარჯველაძე, მესხი (ვოლკოვი 66), სარიშვილი, ჯაფიაშვილი, ქიქავა (მაკასარაშვილი 74), მათიაშვილი, სამუშია (გოგოლიძე 79)

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

კოლხეთი: გელაშვილი, ონიანი (პაჭკორია 87), გოგენია, ფიფია, ვართაგავა (ლომაია 80), ბუკია, ფირცხელავა, გაბრავა (კალანდარიშვილი 78), მეფიშვილი, ქობალია (ბაკურაძე 69), გერგაია

მთავარი მწვრთნელი: კალისტრატე ხურცილავა

გოლი: 0:1 ფიფია (8), 1:1 მათიაშვილი (თერთმეტმეტრიანი 90+3)

მთავარი მსაჯი: შოთა ქუხილავა

გაფრთხილება: ვართაგავა (32), ჯაფიაშვილი (36), ქიქავა (51), სამუშია (55), ფირცხელავა (61), ფიფია (90+2)

 

დიმა შარიქაძე 

0.112713