“ზუგდიდის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გუნდიდან წასული სამი ფეხბურთელი დააბრუნა.
ზუგდიდური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ნიკოლოზ აფაქიძეს, ზვიად სიხარულიას და რომეო კანკიას ეხება. მათ გუნდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლიმენტი წიტაიშვილის გადადგომის შემდეგ დატოვეს. თუმცა, დარასელია ხსენებულ ფეხბურთელებს შეხვდა და მოლაპარაკების შემდეგ, ისინი კვლავ “ზუგდიდს” შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ დარასელია “ზუგდიდის” თავკაცად ორი დღის წინათ სერგო გაბელიას ნაცვლად დაინიშნა.
ფოტო fczugdidi.ge