რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის 30-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელიაა, ნოვოსიბირსკში ადგილობრივ “სიბირთან” 1:2 დამარცხდა.
ხაბაროვსკელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ. ამ უკანასკნელმა 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სასტარტოში იყო ოთარ მარცვალაძეც, რომლის მაგივრად 36-ე წუთზე მოედანზე გოჩა ხოჯავა შევიდა. შოთა გრიგალაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო.
“სკა-ენერგიამ” გოლი 37-ე წუთზე გაუშვა და მას შემდეგ თამაში ვეღარ “შემოატრიალა”. წაგების შედეგად, ხაბაროვსკელებს 46 ქულა დარჩათ და 17-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან. თუ ეს პოზიცია შეინარჩუნეს, პრემიერლიგაში გადასვლისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.