მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი დანტე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრის შემდეგ კომენტარს აკეთებს. ბრაზილიელი უკანახაზელი “მანჩესტერის” თავდამსხმელს, რობინ ვან პერსის აქებს, მაგრამ აცხადებს, რომ მის გუნდს ინგლისელების არ უნდა ეშინოდეს.
“რობინ ვან პერსი მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ “ბაიერნს” “მანჩესტერის” არ უნდა ეშინოდეს. ინგლისელებთან შესახვედრად მზად ვართ. მანჩესტერში გამართულ მატჩში, პირველივე წუთებიდანვე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.” – აცხადებს დანტე.
“მანჩესტერი” და “ბაიერნი” 1/4-ფინალის პირველ მატჩს 1 აპრილს, ინგლისში გამართავენ. მიუნხენში გუნდები ერთმანეთს 9 აპრილს დაუპირისპირდებიან.