კალათბურთი

15:07 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანსტონი ისევ საუკეთესოა

პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი ბრაიანტ დანსტონი ევროლიგის პლეი ოფის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კალათბურთელი მე-3 ტურშიც საუკეთესო იყო, რაც ნამდილად იშვიათი მოვლენაა.

“ოლიმპიაკოსის” და მადრიდის “რეალის” გასულ მატჩში დანსტონმა 13 ქულა (6-დან 5 ზუსტი ტყორცნა თამაშიდან), 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 25 გახლდათ.

თავად მატჩი პირეოსელებმა 71:62 მოიგეს და სერიაში წონასწორობა აღადგინეს – 2:2. ბერძნულ-ესპანური დაპირისპირების გადამწყვეტი შეხვედრა 25 აპრილს მადრიდში შედგება.

0.111551