თამაშგარე

18:51 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანიკა პატრიკი – ლამაზი ქალი რკინის ნერვებით

ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ავტორბოლები მხოლოდ მამაკაცთა საქმეა და სპორტის ამ ექსტრიმით გაჯერებულ ნაირსახეობაში ქალები მხოლოდ დეკორატიული ელფერის შემქნელებად უნდა მონაწილეობდნენ.

ლამაზ ქალებს რომ სპორტული ავტომობილების მართვაც კარგად შეუძლიათ, ეს ყველაზე ნათლად, ამერიკელმა ავტომრბოლელმა ქალმა, დანიკა პატრიკმა დაამტკიცა, რომელიც ტოლს უკვე გამოცდილ მრბოლელებსაც აღარ უდებს და არის ვარაუდი, რომ დანიკა სულ მალე ფორმულა ერთსაც დაამშვენებს.

მრბოლელად ხომ ასეთი მაგარი და მრავლისშემძლეა და დანიკა პატრიკი ამის პარალელურად თამამ ფოტოსესიებშიც ხშირად მონაწილეობს. ამ ლამაზ მრბოლელ ქალს რამდენიმე ბულვარულ ჟურნალთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული და ამ ჟურნალების ფურცლებზე ნიფხვისამარაც არაერთხელ წარდგენილა საზოგადოების წინაშე.

0.146943