კალათბურთი

17:45 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დანიამაც შეგვარცხვინა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მაკედონიის ქალაქ სტრუმიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო და 28 ივლისს, ბოლო შეხვედრაში ასევე მაჩანჩალა შოტლანდიასთან 21-22-ე ადგილებისთვის ითამაშებს.

მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებს მორიგი სირცხვილი დანიასთან შეემთხვათ, რომელიც ევროპული კალათბურთის გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში (18:18) გაუწიეს, შემდეგ კი აშკარად დაიჩაგრნენ (მე-3 მეოთხედი 4:17 დასრულდა) და 50:77 წააგეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა თამაშიდან 60-დან მხოლოდ 19 ტყორცნა გამოიყენეს, ბურთი 19-ჯერ დაკარგეს და მოხსნებში დანიელებს 32:50 ჩამორჩნენ. არც ის ყოფილა გასაკვირი, რომ ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარსაც კი ვერავინ უწია.

0.131443