მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა რუმინელმა დან პეტრესკუმ, თბილისის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩის შემდეგ (1:1), თავისი გუნდის გამოცდილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ უკრაინელი ლეგიონერი ანდრეი ვორონინი გამოარჩია. ამის შესახებ გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება.
- რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩში?
- ჩვენ დავინახეთ, როგორი გუნდი გვყავს დღესდღეობით. შემადგენლობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთა მუშაობით და პროგრესით კმაყოფილი ვარ. ამავე დროს, უკმაყოფილო დავრჩი გამოცდილი მოთამაშეებით, რომელთაც ყველაფრის გაკეთება უკეთესად შეუძლიათ. მათგან კარგი მატჩი მხოლოდ ვორონინმა ჩაატარა.
- დაცვის ხაზთან ბევრი პრეტენზია გაქვთ?
- დაცვაში ცუდად არა მხოლოდ მცველები, არამედ, მთელი გუნდი გამოიყურებოდა. დაცვას აგრესიულობა ფლორესკუმ შესძინა, რომელიც შეცვლაზე შევიდა. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
- რა წინათგრძნობა გაქვთ ჩემპიონატის დაწყებამდე?
- ამჟამად რამის თქმა რთულია, რადგან ახალ გუნდს ვაშენებთ. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომელთაც დრო სჭირდებათ. “დინამოს” კვალიფიციური მოთამაშეები სჭირდება. რაც მეტი გვეყოლება, მით უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ სატურნირო ცხრილში.