ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “მარსელი” ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ფორვარდის – ლეანდრო დამიაოს შეძენას ეცდება. L’Equipe-ს ცნობით, ფრანგები ევროტურნირებზე სერიოზულ ბრძოლას გეგმავენ და შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურთ.
ხსენებული წყაროს ინფორმაციით, “მარსელის” მთავარი სამიზნე სწორედ 23 წლის დამიაოა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.
აღსანიშნავია, რომ დამიაოს გადაბირება ინგლისურ “ტოტენჰემსა” და იტალიურ “ნაპოლისაც” სურთ.