დიდი ალბათობით, ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ვარსკვლავი ლეანდრო დამიაო კლუბს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში გამოიცვლის. Uol Esporte-ს ცნობით, 23 წლის ბრაზილიელი კარიერას ევროპაში განაგრძობს.
“საქმე ისე მიდის, რომ დამიაო დაგვტოვებს. მისი ხილვა ბევრ უცხოურ კლუბს სურს. ლეანდრო განსაკუთრებული ფეხბურთელია და ბევრი მსურველიც ამიტომ ჰყავს”, - განაცხადა “ინტერნასიონალის” დირექტორმა ლუის სეზარ სოუტო დე მოურამ.
აღსანიშნავია, რომ დამიაოს ხილვით ყველაზე მეტად ლონდონის “ტოტენჰემია” დაინტერესებული. ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონელები ბრაზილიელის სანაცვლოდ 19 მილიონ ევროს იხდიდნენ.