ფეხბურთი

2:02 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი ესპანეთი და გმირი უელბეკი

როგორც მოსალოდნელი იყო, იოლი გამარჯვებით დაიწყო შესარჩევი ციკლი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა. ესპანელებმა “სიუდად დე ვალენსიაზე” მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლეს და 5:1 გაანადგურეს. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა – დავიდ სილვას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, სერხიო რამოსმა აქცია გოლად. ზუსთად ერთ წუთში, ანგარიში პაკო ალკასერმა გაზარდა, რომელიც პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა (ფრანგებთან ამხანაგური ითამაშა) და ყოველივე ეს გოლითაც აღნიშნა. 28-ე წუთზე, ხუანფრანის უხეშობის გამო, პენალტი უკვე კასილასის კარის მიმართულებით დაინიშნა, რომელიც იბრაიმმა აქცია გოლად. ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე კი, უკვე სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა თავისი პირველი გოლი ესპანეთის მაისურით. ალკასერისგან განსხვავებით, მას ამისთვის 70 შეხვედრის ჩატარება მოუწია. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა სწორედ პაკომ განახორციელა. 


მეორე ნახევარიც იგივე სცენარით მიმდინარეობდა, ესპანელებს არ სურდათ ბოლომდე დახარჯვა, ხოლო მეტოქეს მეტი არ შეეძლო. 50-ე წუთზე უკვე დავიდ სილვას ჯერი დადგა და მეოთხე გაიტანა, ხოლო 91-ე წუთზე იმავე სილვას პასით, პედრომ დასვა მატჩის წერტილი 5:1. კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტი ისაა, რომ დებიუტი ჰქონდა მუნირ ელ ჰადადის, რომელმაც 77-ე წუთზე კოკე შეცვალა.

რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ინგლისის ნაკრებმა. “ლომებმა”, ლონდონის “არსენალის” ახალწვეულის, დენი უელბეკის დუბლით იმარჯვეს.

შვედეთი ვენაში ქულას დასჯერდა ადგილობრივ ნაკრებთან, ხოლო უკრაინამ კიევიდან 3 ქულა გაატანა სლოვაკეთს. 


C ჯგუფი


ესპანეთი – მაკედონია 5:1 (3:1)


ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ესპანეთი: კასილასი, ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი (ბარტრა 68), ალბა, კოკე (ელ ჰადადი 77), ბუსკეტსი, ფაბრეგასი, სილვა, პედრო, ალკასერი (ისკო 57).
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მაკედონია: პაკოვსკი, შიკოვი, ცუკული, მოჟსოვი, ალიოვსკი (დემირი 46), ტრაჟკოვსკი, სპიროვსკი (რადესკი 64), რისტოვსკი, აბდურაჰიმი (ველკოსკი 74), იბრაიმი, იაჰოვიჩი.
მწვრთნელი: ბ.ჟუროვსკი

გოლები: 1:0 რამოსი (16 პენ.), 2:0 ალკასერი (17), 2:1 იბრაიმი (28 პენ.), 3:1 ბუსკეტსი (45+3), 4:1 სილვა (50), 5:1 პედრო (91).
გაფრთხილებები: კოკე, ფაბრეგასი – რისტოვსკი, აბდურაჰიმი
მსაჯი: ა.სიდიროპოლუსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 23(8)-10(7), ჯარიმა: 7-11, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 6-3 

უკრაინა – სლოვაკეთი 0:1 (0:1)

კიევი, “ოლიმპიური”

გოლი:
მაკი 17.

ლუქსემბურგი – ბელარუსი 1:1 (1:0)

ლუქსემბურგი, “სტად ჯოსი ბარტელი”

გოლები: 1:0 გერსონი (42), 1:1 დრაჰუნი (78).


E ჯგუფი


შვეიცარია – ინგლისი 0:2 (0:0)


ბაზელი, “სენტ-იაკობ პარკი”

შვეიცარია: ზომერი, ვან ბერგენი, ჯურუ, როდრიგესი, ლიხშტაინერი, ხაკა (ჯემაილი 75), ინლერი, ბეჰრამი, მეჰმედი (დრმიჩი 64), შაქირი, სეფეროვიჩი.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

ინგლისი: ჰარტი, ჯონსი (იაგიელკა 78), კეჰილი, სტოუნზი, ბეინსი, დელფი, ჰენდერსონი, უილშირი (მილნერი 73), სტერლინგი, უელბერკი, რუნი (ლამბერტი 90).
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გოლები: უელბეკი 59;95.
გაფრთხილებები: დელფი, ლამბერტი
მსაჯი: ჩ.ჩაქირი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12(4)-13(5), ჯარიმა: 11-7, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4

სან მარინო – ლიტვა 0:2 (0:2)

სერევალე, “სტადიო ოლიმპიკო დე სერევალე”

გოლები: მატულევიჩუსი 5, ნოვიკოვაჩი 36.

ესტონეთი – სლოვენია 1:0 (0:0)

ტალინი, “ლე კოქ არენა”

გოლი: პურჟე 86.


G ჯგუფი


ავსტრია – შვედეთი 1:1 (1:1)

ვენა, “ერნსტ-ჰაპელ შტადიონი”

ავსტრია: ალმერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლეინი, ფუჩსი, ბაუმგარტლინგერი, ალაბა, არნაუტოვიჩი, იანუზოვიჩი (ლეიტგები 76), ჰარნიკი (ლაზარო 86), იანკო (ოკოტე 68).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

შვედეთი: ისაკსონი, ანტონსონი, გრანქვისტი, ბენგტსონი, ოლსონი, ეკდალი, კალსტრომი (ვერნბლუმი 85), ლარსონი, დურმაზი (ელმანდერი 72), ზენგინი, იბრაჰიმოვიჩი.

გოლები: 1:0 ალაბა (7 პენ.), 1:1 ზენგინი (12).
გაფრთხილებები: ფლეინი – იბრაჰიმოვიჩი, ლარსონი, კალსტრომი
მსაჯი: პ.კრალოვეცი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 11(4)-5(1), ჯარიმა: 12-16, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-3  

რუსეთი – ლიხტენშტეინი 4:0 (1:0)

ხიმკი, “ხიმკი არენა”

გოლები: ბუჩელი (4 ს.კ), ბურგმეიერი (50 ს.კ.), კომბაროვი (54 პენ.), ძიუბა 65.

მონტენეგრო – მოლდოვა 2:0 (1:0)

პოდგორიცა, “სტადიონ პოდ გორიცო”

გოლები: ვუჩინიჩი 45+3, ტომაშევიჩი 73.


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.121335