ჭადრაკი

19:29 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დალასში სამი ქართველი თამაშობს

ამერიკის შეერთებული შტატებში, დალასის შტატში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტში ორი საჭადრაკო ტურნირი დაიწყო, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს: თამაზ გელაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და მარიამ დანელია.

სიმბოლურად წოდებული “დიდოსტატთა ტურნირის” პირველ ტურში გიორგი მარგველაშვილი ლეონიდ კრიტცს შეხვდა და დაუზავდა.

“ოსტატთა ტურნირში” მოასპარეზე თამაზ გელაშვილმა შავებით არტურ საფინი დაამარცხა. წააგო მარიამ დანელიამ, რომელიც ალექსანდრ ლენდერს ეთამაშებოდა.

მეორე ტურში მარგველაშვილი ჰოლტის, გელაშვილი ლებედს, ხოლო დანელია გეიტას შეხვდება.

0.142566