როჯერ შმიდტის გაწვრთნილმა "ლევერკუზენმა", ბუნდესლიგის ორი საწყისი ტური მშვენივრად ჩაატარა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა. "ლევერკუზენს" შეტევას ვერ დაუწუნებ, ზეშემტევ ფეხბურთსაც კი თამაშობს. აი, დაცვა კი ძალიან მოისუსტებს.
გასაგებია, რომ მე-7 წუთზე შმიდტის გუნდი 10 კაცით დარჩა (მცველი დონატი გააძევეს) და პენალტიც გაუშვა, მაგრამ ეს მომენტიც იმის დამადასტურებელია, რომ მწვრთნელმა დაცვას უნდა მიხედოს. დარჩენილი დროც "მგლების" აშკარა უპირატესობით წარიმართა, განსაკუთრებით კი ეს, რიკარდო როდრიგესზე ითქმის. შვეიცარიის ნაკრების მარცხენაფლანგელმა სუპერმატჩი ჩაატარა, კლარგი იყო ბელგიელი კევინ დე ბრუინი, გაილაღეს ვიერინიამ და მალანდამაც.
"კიოლნი" ერთადრთი გუნდია ბუნდესლიგაში, გოლი რომ არ გაუშვია. ერთხელ მოიგო 2:0, დანარჩენი კი... არც უშვებს, ვერც გააქვს. ამჯერადაც 0:0. "გლადბახმა", რომელმაც წინა ტურში "შალკეს" ოთხჯერ გაუტანა, "თხებს" ვერაფერი დააკლო.
ვოლფსბურგი – ლევერკუზენი 4:1 (2:1)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, კნოჩე, ნალდო (ტიმ კლოზე 88), როდრიგესი, კალიჯური (ჰუნტი 68), დე ბრუინი, ლუის გუსტავო, მალანდა (შაფერი 83), ვიერინია, ბენდტნერი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ლევერკუზენი: ლენო, დონატი, იედვაი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბელარაბი (კისლინგი 66), ლარს ბენდერი (რაინარტცი 46), ჩალჰანოღლუ, კასტრო, ოზთუნალი (ბიონიში 46), დრმიჩი
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 1:0 როდრიგესი (8 პენ), 1:1 დრმიჩი (28 პენ), 2:1 ვიერინია (45), 3:1 როდრიგესი (83), 4:1 ჰუნტი (81)
გაფრთხილება: ლუის გუსტავო (11), ლარს ბენდერი (25)
გაძევება: დონატი (7)
მსაჯი: აითექინი
კიოლნი – გლადბახი 0:0
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მარო, ოლკოვსკი (გერჰარდტი 82), ვიმერი, ექტორი, ლემანი, რისე, ვიოგტი, ოსაკო (ჰალფარი 55), უია (ცოლერი 74)
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
გლადბახი: სომერი, იანჩკე, ჯონსონი, შტრანცლი, ვენდტი, ჰანი (ჰერმანი 85), კორბი, კრამერი (ნორდვაიტი 77), კრუზე (ჰრგოტა 85), რაფაელი, ჯაკა
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გაფრთხილება: კრამერი (19), ლემანი (40), ვიოგტი (74), ჰანი (74)
მსაჯი: ცვაიერი
ილია კახელიშვილი