ფეხბურთი

12:54 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნებულ გომესს ხშირად თამაში სურს

 

მარიო გომესი გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდში დაბრუნებით კმაყოფილია და “ფიორენტინას” ფორვარდის მიზანი ბუნდესნაკრებში ხშირად თამაშია.

“რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კლავ თამაში სასიამოვნოა. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პატივია, როდესაც ეროვნულ გუნდში იძახებენ. რაც შეეხება მატჩს, ერთმანეთს ღირსეული მეტოქეები შეხვდნენ. ორზე მეტი გოლის გასატანად მომენტები გვქონდა, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი მიზანია, რომ ნაკრებში რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო” - იუწყება გომესის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.  

გომესი “ფიორენტინაში” 2013 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა. 29 წლის ფორვარდი გერმანიის ნაკრებში 2007 წლიდან გამოდის და 60 მატჩში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა.  

0.128868