საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მანუჩარ ცხადაიამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა პოლონელი ტომაშ სვიერკი ორ პერიოდში - 1:0 1:0 დაამარცხა. პირველში ქულა ჩოქბჯენში თავის დაცვისთვის მიიღო, ხოლო მეორეში – მოწინააღმდეგის გაფრთხილებისთვის.
მერვედფინალში ცხადაია ხორვატ დომინიკ ეტლინგერს დაუპირისპირდება. ამავე ეტაპიდან ჩაერთვებიან შეჯიბრებაში ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ).