ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა მერვედფინალში ხორვატ დომინიკ ეტლინგერს სამ პერიოდში მოუგო.
პირველი-მეორე ორწუთეულები უილეთოდ გაილია და საქმე ჩოქბჯენებამდე მივიდა. ცხადაიამაც და ეტლინგენმაც თავისი შანსები გამოიყენეს. ცხადაიამ სულაც 5 ქულის აგროვება მოასწრო. გადამწყვეტ პერიოდში კი სულ რაღაც 21 წამში მოამთავრა საქმე.
მეოთხედფინალში მანუჩარ ცხადაია რუსეთის ნაკრების წევრ ადამ კურაკს დაეჭიდება.