ფეხბურთი

15:12 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის სიტყვები “ინტერს” შესაძლოა 5000 მანათი დაუჯდეს

 

ბაქოს “ინტერის” მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს არ ეშინია, რომ მსაჯის კრიტიკისთვის მის კლუბს 5000 მანათით დააჯარიმებენ.

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 28-ე ტურში, ბაქოს “ნეფთჩისთან” მარცხის (0:2) შემდეგ, ცხადაძემ პრესკონფერენციაზე მთავარი არბიტრი ვუსალ ალიევი გააკრიტიკა:

“ვუსალ ალიევის ადგილზე, გაწეული სამუშაოს გამო შემრცხვებოდა. მან თამაში მოკლა”, – თქვა ცხადაძემ.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ქართველ სპეციალისტს ჰკითხა, ხომ არ ეშინოდა, რომ მსაჯის კრიტიკისთვის აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია “ინტერს” 5000 მანათით დააჯარიმებდა, რაზეც ცხადაძემ უპასუხა: “გამდიდრდებიან”.



 

0.156732