ფეხბურთი

22:47 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ ნახჭევანში გაიტანა

 

ნახჭევანში აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩი გაიმართა. თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე, “არაზმა” “ქართველების” ბაქოს “ინტერს” უმასპინძლა, თუმცა ქართველი “არაზშიც” ერია. მათ გუნდში, დავით ჯანელიძემ მთელი მატჩი მინდორზე გაატარა, ხოლო კახა ცხადაძემ ძირითადში ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი და ბაჩანა ცხადაძე ათამაშა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურები არ შეუცვლიათ.

მატჩს შვიდი ათასზე ოდნავ მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას,  უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა და ახალ სეზონში აზერთა ლიგაში გოლების აქტივი გახსნა. 61-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში 18 წლის კოსქუნ დინიევმა. 20 წუთში “არაზის” 22 წლის უკრაინელმა ლეგიონერმა რუსლან ზუბკოვმა გაათანაბრა, თუმცა ეს იყო და ეს, მასპინძლებმა მეტი ვერ შეძლეს. 86-ე წუთზე ასიფ მამადოვმა “ინტერისთვის” მესამე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ბაქოელთა სასტარტოში იყო “დინამო” თბილისის ყოფილი ფეხბურთელი მიკელ ალვარო და შესვენებისას შეცვალეს.

დღევანდელი გამარჯვებით, სატურნირო ცხრილში ბაქოს “ინტერი” პირველ ადგილზეა, ხოლო “არაზი” მე-8-ზე, თუმცა ხვალ და ზეგ სხვა კლუბებს თავიანთი მატჩები აქვთ ჩასატარებელი.

დიმა შარიქაძე

0.106253