ფეხბურთი

13:43 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე წლეულს “ინტერს” ვეღარ დაეხმარება

 

ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე ვარჯიშს მომავალი წლის იანვრიდან განაახლებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი azerifootball.com-ი იუწყება.

ქართველი ფეხბურთელი “ბაქი” – “ინტერის” მატჩის (0:1) დროს, მოედანზე შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მეტოქესთან ორთაბრძოლისას ისე დაშავდა, რომ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, უმცროს ცხადაძეს ტვინის შერყევა და ქვედა ყბის მეორე ხარისხის მოტეხილობა დაუდგინეს. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ექიმებმა მას დროებით საუბარი აუკრძალეს და ურჩიეს, რომ ნაკლებად იმოძრაოს. ცხადაძე ვარჯიშს ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში განაახლებს. 

0.132956