ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელისთვის ბაჩანა ცხადაძისთვის, რომელიც “ბაქისთან” მატჩში მძიმედ დაშავდა, როგორც იმ ფეხბურთელის, რომელმაც ტრავმა მიაყენა, ასევე, საფეხბურთო კლუბ “ბაქის” მესვეურთა საქციელი გაუგებარია.
“ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მე ასე მეტოქეს არასოდეს დავარტყამდი. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ყოველ ლუკმა პურს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე ვშოულობთ. ვინმესთვის მძიმე ტრავმა შემთხვევით რომ მიმეყენებინა, მოვუბოდიშებდი. მომიხადა თუ არა ბოდიში ეტომ? არა და მგონი ამაზე არც ფიქრობს. საერთოდ, “ბაქიდან” არავინ დამკავშირებია. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ გუნდს ვერ დავეხმარები. ალბათ, სამკურნალოდ გერმანიაში წავალ” – იუწყება 26 წლის ფორვარდის სიტყვებს გამოცემა azerifootball.com-ი.
ცხადაძე “ბაქისთან” მატჩის დროს მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და ქვედა ყბის მეორე ხარისხის მოტეხილობა აქვს.