ფეხბურთი

14:01 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე რადიკალურ ცვლილებებს აპირებს

ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე გუნდში რადიკალური რეფორმების გატარებას გეგმავს. ამის შესახებ მან აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში, ზაქათალის “სიმურგთან” სტუმრად წაგების (0:1) შემდეგ განაცხადა.

“ადრე ამბობდნენ, რომ “სიმურგი” “ინტერის” ფარმ-კლუბია. ახლა ზაქათალელებმა დაინახონ, რომ ეს ასე არ არის. თუ მომავალ სეზონში გუნდში დავრჩები, რადიკალურ ცვლილებებს გავატარებ. გუნდის უკეთესად ჩამოყალიბებას ვეცდები”, – იუწყება ცხადაძის სიტყვებს extratime.az-ი.

თეგებიცხადაძე
0.125925