ლონდონის “მადამ ტუსოს“ ცნობილ ცვილის მუზეუმში უკვე ათ წელზე მეტია, რაც სხვა ცნობილი ადამიანების ქანდაკებებთან ერთად, ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის ქანდაკებაცაა გამოფენილი და ამ ნახელავს განსაკუთრებით ბევრი დამთვალიერებელი ყავს.
მუზეუმის მესვეურებმა მარკეტინგულად თავიდანვე კარგად გათვალეს და მიხვდნენ, რომ დევიდ ბექჰემის პოპულარობას მათი მუზეუმისათვის (რომელსაც სტუმრები ისედაც არ აკლია) დამთვალიერებლების რაოდენობას კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა და ეს შემოსავლის მომატებასაც ნიშნავდა.
თავიდან ბექჰემსაც მოსწონდა თავისი ქანდაკება და მისით ამაყობდა კიდეც. ამასწინათ კი განაცხადა, რომ ცვილისაგან შექმნილი მისი ორეული აღარ მოსწონს და გამოთქვა სურვილი, რომ სპეციალისტებმა უფრო დახვეწილი და მიმსგავსებული ფიგურა შექმნან. შარო საიდან მოდიხარო...