შვეიცარიის ქალაქ ცუგში გრძელდება ვაჟთა მსოფლიო გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი, რომელშიც 12 მოჭადრაკეა ჩართული. 4 ტურის თავზე 2.5 ქულით სამი მონაწილე დაწინაურდა: ალეკსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2758), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა, 2733) და ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771).
ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩებიან ფაბიანო კარუანა (იტალია, 2772), რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი, 2709), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2766), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2786), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2727) და ჰიკარუ ნაკამურა (იაპონია, 2767), ხოლო გატა კამსკის (აშშ, 2741), ტეიმურ რაჯაბოვს (აზერბაიჯანი, 2793) და პეტერ ლეკოს (უნგრეთი, 2744) 1.5-1.5 ქულა გააჩნიათ.
შვეიცარიული ტურნირი 11 ტურად მიმდინარეობს და 30 აპრილს დასრულდება, მომდევნო პარტიები კი 23 აპრილს შედგება. მე-5 ტურში ასეთი წყვილებია: კარუანა – კასიმჯანოვი, კარიაკინი – მამედიაროვი, გირი – მოროზევიჩი, ლეკო – პონომარიოვი, კამსკი – რაჯაბოვი, ტოპალოვი – ნაკამურა.