სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელის მანუჩარ მარკოიშვილის ჩინებული გარჯა შეუმჩნეველი არავის დარჩენია. გუნდის ახალწვეულის გარჯით მოხიბლული დარჩა რულის გრანდის ბერძენი თავკაცი დიმიტრის იტუდისიც, რომელმაც “მანუს” მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“მარკოიშვილის ძლიერი მხარეები ყველასათვის ცნობილია. მისი სახით სერიოზულად გავძლიერდით. ამ ზაფხულს ცსკა-ში ნამდვილი მეომარი ჩაირიცხა, რომელიც ყველა ბურთისთვის საბრძოლველად მზადაა. ჯერჯერობით, ის მხოლოდ ეჩვევა ახალ გუნდს და ახალ სათამაშო სისტემას. მანუჩარი კიდევ უფრო კარგად ითამაშებს. დიდებული ფლეიმეიქერი ჩინებული სროლით, რომელიც ამასთან დაცვაშიც შეუდარებელია – მარკოიშვილს მოედანზე ყველაფერი შეუძლია”, - განაცხადა იტუდისმა.