ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მომავალი სეზონიდან მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას Eurobasket.com-ი და რამდენიმე თურქული წყარო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მარკოიშვილი ბოლოს სტამბულის “გალათასარაისში” ირიცხებოდა და თურქულ გრანდს ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ამას გარდა, “გალამ” ევროლიგის პლეი-ოფშიც ითამაშა, რაშიც ქართველმა მცველმა ასევე დიდი წვლილი დაიდო.
თურქული წყაროების ცნობით, მანუჩარი ცსკა-ს ღირსებას 2 წლის განმავლობაში დაიცავს და მისი წლიური ხელფასი მილიონი ევრო იქნება.
აქვე ვთქვათ, რომ რუსული კალათბურთის გრანდი მომავალი სეზონისთვის სერიოზული შემადგენლობის შეკრებას აპირებს.
ცსკა-მ ახალი კონტრაქტი გაუფორმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერ სონი უიმსს, უახლოეს დღეებში კი ხელშეკრულება ფრანგ მცველ ნანდო დე კოლოსთან დაიდება. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში ჯერ “სან ანტონიოში”, შემდეგ კი “