კალათბურთი

14:35 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ იტუდისი დანიშნა და კალატესს ეპატიჟება

საკალათბურთო კლუბ მოსკოვის ცსკა-ს მთავარ მწვრთნელად დიმიტრის იტუდისი დაინიშნა. იტარ-ტასის ინფორმაციით, ბერძენმა მწვრთნელმა რუსულ გრანდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

43 წლის სპეციალისტი 1999-დან 2012 წლამდე “პანათინაიკოსის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, 9 წლის განმავლობაში კი ჟელკო ობრადოვიჩის პირველი ასისტენტი გახლდათ.

2013 წლიდან იტუდისი თურქულ “ბანვითს” ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვება არავის დაუთმო, თუმცა, პლეი-ოფში “გალათასარაისთან” დამარცხდა.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ “არმიელები” “მემფის გრიზლისიდან” ბერძენი კალათბურთელის ნიკ კალატესის გადაბირებას ცდილობენ.

ამ უკანასკნელმა ნბა-ში ერთი სეზონი გაატარა და ევროპაში დაბრუნებას გეგმავს. კალატესს ცსკა-ც და ათენის “პანათინაიკოსიც” ერთნაირი პირობებს სთავაზობენ – 6.5 მილიონი დოლარი 3 წლის განმავლობაში.

0.116447