28 წლის აფროფრანგი, რეიტინგსიის მერვე ნომერი ჟო-ვილფრიდ ცონგა მუხლის ტრავმის მოშუშებას ვერა და ვერ ახერხებს, რის გამოც იგი 5-11 აგვისტოს მონრეალში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მუხლის დაზიანების გამო შესაძლოა ცონგამ ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაც გამოტოვოს.
შეგახსენებთ, მუხლის ტრავმა ცონგამ უიმბლდონის მსვლელობისას, ლატვიელ ერნესტს გულბისთან დაპირისპირებისას მიიღო. შეუძლოდ ყოფნის გამო ჟო-ვილფრიდმა ადრე ვაშინგტონის შეჯიბრებაზე გამოსვლაც იუარა.